Loading

სიახლეები

Image

ყვარელში სასტუმროს მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა

2019-12-26

შპს “ინდეკო” და შპს “ინვინო” იწყებენ სასტუმრო კომპლექსის და თანამედროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას ყვარელში. ერთობლივი ინვესტიცია, რომელიც ჯამში 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს მოიცავს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას და მენეჯმენტს, მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტის რეაბილიტაციას და მოწესრიგებას, თანამედროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას, მისი ექსპონატებით დაკომპლექტებას და მართვას.
მშენებლობას კოორდინაციას გაუწევს სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ოპერატორი კომპანია, რომელსაც შემდგომში მართვაში გადაეცემა ობიექტი.
სამშენებლო სამუშაოებს ხსენებულ ობიექტზე შეასრულებს სამშენებლო კომპანია “დანი ქონსთრაქშენი”.

See More
Image

წინანდლის ისტორიულ მამულში ახალი სასტუმრო “პარკ ჰოტელი” გაიხსნა

2019-09-03

სასტუმრო “რადისონ ქოლექშენის” შემდეგ ეს გახლავთ მეორე ბრენდული სასტუმრო წინანდალში, რომელიც “სილქ როუდ ჯგუფის” დაკვეთით აშენდა. ჩვენმა კომპანიამ მოცემულ პროექტში სარემონტო და ეზოს მოპირკეთების სამუშაოები შეასრულა.
სასტუმროში 70 ნომერია (3 500კვ.მ), პირველ სართულზე მოწყობილია სარეპეტიციო დარბაზები მუსიკოსებისათვის, დანარჩენი 3 სართული კი ნომრებს ეთმობა!

See More
Image

კომპანია „დანი ქონსთრაშენმა“ ქართველი მთასვლელების ექსპედიცია დაასპონსორა

2019-06-17

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გუნდი კიდევ ერთ ექსპედიციაში გაემგზავრა!
ამჯერად მთამსვლელების მიზანი ჰიმალაების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და მომხიბვლელი მთა ამა დაბლამია. 6812 მეტრის სიმაღლის მთას დასავლეთში “ჰიმალაების მატერჰორნს” ეძახიან. ექსპედიცია 16 აპრილს დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება.
“დანი ქონსთრაქშენი“ და სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია“ბედეგი“ გახლავთ ამ ექსპედიციის ფინანსური მხარდამჭერი.

See More
Image

"ზუკას თასი" მინი-წყალბურთში 9 ივნისს გაიმართება

2019-05-18

“ზუკას თასი” არის ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი მინი-წყალბურთში. აღნიშნული ტურნირი მე-13 წელია ტარდება.პირველი “ზუკას თასი” 2007 წელს გაიმართა, ზუკას გარდაცვალებიდან 2 თვეში. ტურნირი სამოყვარულოა და ქართულ გუნდებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოთამაშეებიც იღებენ მონაწილეობას, შეჯიბრების 10 წლისთავზე დიპლომატიურმა კორპუსმაც კი მიიღო მონაწილეობა.

ზედიზედ მეორე წელია უკვე, რაც “ზუკას თასი” თბილისის ფარგლებს გასცდა და კახეთში, კაჭრეთის ოლიმპიურ აუზზე ტარდება.
“ზუკას თასი 2019” გენერალური სპონსორები გახლავთ „ვითიბი“ ბანკი და სამშენებლო კომპანია „დანი ქონსთრაქშენი“.

See More
Image

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ოფიციალურად გაიხსნა

2019-03-25

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ,სადაც „სამშენებლო კომპანია „დანი ქონსთრაქსენიც“ იღებდა მონაწილეობას, საზეიმოდ გაიხსნა. როგორც „Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ის წარმომადგენლები ამბობენ, განახლებული სასტუმრო ამიერიდან უფრო მაღალი, გრანდ კატეგორიის სასტუმროებს შორის დაიკავებს ადგილს.
220-ნომრიანი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ სტუმრებს კეთილმოწყობილი ოთახების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი და რესტორანი, ასევე, ღია აუზი. სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის – 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი – 1000 კვ.მ ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის, კოქტეილ – წვეულებებისთვის, პერსონალური სადილებისა თუ მრავალრიცხოვანი ქორწილებისთვის.

See More
Image

წინანდალში სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ გაიხსნა

2018-09-20

წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოსა და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნა. წინანდლის სასტუმრო პირველია “რადისონ ქოლექშენის” სასტუმროებს შორის, რომელიც თავიდანვე ამ ბრენდის სახელით აშენდა. „რადისონ ქოლექშენის“ სხვა სასტუმროებს, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ქალაქში მდებარეობს, რებრენდინგის შედეგად მიენიჭა ამ სასტუმრო ქსელის სახელი. ახლადაშენებული ”რადისონ ქოლექშენი“ მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხის მომსახურებით.
ხსენებულ ობიექტზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ორმა მთავარმა კონტრაქტორმა „ბკ ქონსთრაქშენმა“ და „დანი ქონსთრაქშენმა“ შეასრულა.

See More
Image

სილქნეტმა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" დააფუძნა

2018-05-12

5 დეკემბერს კომპანია „სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო სადილი გამართა, სადაც ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს კომპანიები, დიპლომატიური კორპუსი, სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი. მოწვეულ სტუმრებში გახლდათ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლებიც.
სამოქალაქო მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით სამშენებლო კომპანია ,,დანი ქონსთრაქშენი’’ შეუერთდა იმ კომპანიების რიცხვს, რომლებმაც ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვეს ხსენებულ ფონდს.

See More
Image

სამშენებლო კომპანია „დანი ქონსთრაქშენი” საფეხბურთო ტურნირი ლისი ქაფის მონაწილეა

2018-04-23

კომპანია მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას და ჩართულია სხვადასხვა სპორტულ კორპორატიულ ღონისძიებებში, ამჯერად „დანი ქონსთრაქშენი“ მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ საფეხბურთო ტურნირ „ლისი ქაფ“-ში.

See More
Image

„დანი ქონსთრაქშენი“ წყალბურთის კლუბ „ლოკომოტივის“ სპონსორია

2017-03-15

2018 წლის 3 თებერვალს სამშენებლო კომპანია „დანი ქონსთრაქშენსა“ და წალბურთის კლუბ“ლოკომოტივს“ შორის სასპონსორო შეთანხმება შედგა, ამიერიდან „დანი ქონსთრაქშენი“ ფინანსურ დახმარებას გაუწევს „ლოკომოტივს“, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და მოწინავე პოზიციებს იკავებს.

See More
Image

თბილისში კავკასიის რეგიონში „დანი ქონსთრაქშენის“ მიერ აშენებული ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია გაიხსნა

2014-11-24

11 აპრილს, თბილისში ქავთარაძის #23-ში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია “მეგალაბი” გაიხსნა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება წელიწადში 6 მილიონი ტესტის კვლევა განახორციელოს. ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას.
ლაბორატორიის რკინა-ბეტონის სამშენებლო სამუშაოები კომპანია „დანი ქონსთრაქშენმა“ შეასრულა.

See More