Loading

ჩვენ შესახებ

სამშენებლო კომპანია „დანი ქონსთრაქშენი“ 2016 წლიდან ოპერირებს, დროის მცირე მონაკვეთში კომპანიამ შეძლო არაერთი რეგიონული მნიშვნელობის პროექტი წარმატებით დაესრულებინა და დღესდღეობით იგი ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე სანდო კომპანიის იმიჯით სარგებლობს.

ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულია, როგორც მაღალკვალიფიციური მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრები ,ასევე ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. “დანი ქონსთრაქშენის“ გუნდი მუდმივ მზადყოფნაშია შეისწავლოს დამკვეთის მოთხოვნები, სამუშაოების სწორი დაგეგმვის და მათი შესრულების კონტროლის შედეგად უზრუნველყოს მისი ზედმიწევნით შესრულება.
ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას მშენებლობა წარმოადგენს. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს “დანი ქონსთრაქშენი“ სთავაზობს სამშენებლო-სარემონტო პროექტების სრულ სპექტრს ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:
• საპროექტო სამუშაოებს;
• საცხოვრებელი,საზოგადოებრივი,სამრეწველო,სასტუმრო და სხვა დანიშნულების მქონე შენობების მშენებლობას;
• სარემონტო სამუშაოებს;
• მიწის სამუშაოებს;
• საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას;

ამ დროისთვის მშენებლობის მიმართულებით კომპანიას სხვადასხვა პროფილის სამუშაოების დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი და მის პორტფოლიოში თავს იყრის ერთამენთისგან განსხვავებული დანიშნულების მქონე ობიექტები როგორებიცაა: საცხოვრებელი სახლები,საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები,კლინიკები,ქარხნები,კვების დანიშნულების ობიექტები და ა.შ.